ჟურნალი ნომერი 1 ∘ თეონა კვანჭიანი სვანეთიდან ქვემო ქართლში მიგრირებულთა ხალხური დღესასწაულები (დმანისის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით) ტრადიციულ ქართულ ყოფაში დღემდე მრავალი ხალხური დღეობაა შემონახული. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია სვანეთი, სადაც დღემდე 100-მდე ქართული ხალხური დღესასწაული და რელიგიური რიტუალი სრულდება. ხალხურ დღეობათა ნაწილი სვანეთიდან მიგრირებულებმა ახალ გარემოშიც დაამკვიდრეს, თუმცა ბარად დღეობათა კალენდარმა ცვლილებები განიცადა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის ბარად მიგრაცია მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ინტენსივობით, რასაც თავისი მხრივ, რამდენიმე ობიექტური ფაქტორი განაპირობებდა. უპირველეს ფაქტორად კი სამეცნიერო ლიტერატურაში, მთაში სახნავი მიწების ნაკლებობა სახელდება, შესაბამისად მთას არ შეეძლო ნამატი მოსახლეობის გამოკვება, რასაც მოსდევდა ამ მოსახლეობის მთიდან ბარად მიგრაცია [კაცაძე, 1997 : 11].
საქართველოს მთიდან _ სვანეთიდან მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია დაიწყო XX ს-ის ბოლო მეოთხედში. სტიქიური უბედურება ერთ ერთი ყველაზე მძიმე მომენტი აღმოჩნდა სვანეთის მოსახლეობისათვის. „სვანეთის მთებში თოვლის საფარმა 4-5 მეტრს მიაღწია, არნახულმა ზვავებმა დაიტანეს სახლები, სამყაროს მოწყვიტა სოფლები, დაინგრა 2000 ინდივიდუალური სახლი, დაიღუპა 85 ადამიანი. ზვასაშიში ადგილებდან ევაკუირებულ იქნა 16000 ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ზემო სვანეთი. სოფელი უშგული. დაინგრა 40 სახლი დაიღუპა 7 ადამიანი. მულახში დაინგრა ჟამუშის დასახლება, ზვავს მხოლოდ ნავერიანების საგვარეულო კოშკი გადაურჩა, დიღუპა 27 ადამიანი. ჭუბერში დაინგრა 28 საცხოვრებელი, კოშკი, დაიღუპა 9 ადამიანი. ხაიშის სასოფლო საბჭოში შემავალ დასახლებებში: ვედი, ჭველიერი, იდლიანი დაინგრა საცხოვრებელი სახლები დაიღუპა 17 ადამიანი“ [ნიჟარაძე, 1999 : 13].
ნაშრომში წარმოდგენილია სვანეთიდან ქვემო ქართლში _ ქალაქ დმანისში (სვანების დასახლება ) მიგრირებულთა ხალხური დღეობები: „ლალხორ მიშლადðღ დღეობა “ და „ფუსდა вანი ლითუალ “
„ლალხორ მიშლადðღ დღეობა“
„ლალხორ მიშლადðღ“-ის დღეობა ქალაქ დმანისში (სვანების დასახლება) მცხოვრებ ეკომიგრანტებში გადმოსახლებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში აღინიშნებოდა.
„ლალხორ მიშლადðღ“-ის დღეობასთან დაკავშირებით ცნობა მოგვეპოვება ვერა ბარდაველიძის არქივში. საარქივო მასალა 1936 წლით თარიღდება. ინფორმაცია მკვლევარს ზემო სვანეთის რამდენიმე თემში ჩაუწერია: ეცერის თემი, ლატალის თემი და ლენჯერის თემში.
ვერა ბარდაველიძის საარქივო მასალის მიხედვით ეცერის თემში ამ Dდღეობას შემდეგი სახით აღნიშნავდნენ: „ლალხორ ოქტომბერია. Oოქტომბრის პირველ კვირა დღეს „თხვიმ ლალხორაშ მიშლადлღ“ ქვია, ხოლო ოქტომბრის მეორე კვირა დღეს „ღეშგმე ლალხორაშ მიშლადлღ“ ოქტომბრის პირველ კვირა დღეს მთელი ეცერის საზოგადოება ერთად სათემო ლიმზირს იხდის, გადამდები სნეულებების საწინააღმდეგოდ. გამოყოფილია თითო პატარა სოფლიდან თითოO და დიდი სოფლიდან ორ-ორი კაცი სათემო ხარის შესარჩევად, საყიდლად და შესაწირავად. ისინი ერთ დიდ ხარს იყიდიან, რომლის საფასურსაც ეცერის საზოგადოების მთელი მოსახლეობა იხდის. თუ ხარის ფასის გადასახადიდან ფული მორჩება მისგან მამალ ცხვარსაც იყიდიან. ხოლო ხარის ტყავით არაყს ყიდულობენ. თემის წარმომადგენლებს რომლებმაც ხარი იყიდეს საკლავი ფხუტრერის სალოცავში მიყავთ. იქ მას ხოშა ღერმეთს შეავედრებენ, სანთელით ბეჭზე ბალანს შეუტრუსავენ და შემდეგ დაკლავენ. Pპირველად მას გულ-ღვიძლს აცლიან შეწვავენ და კვლავ ხოშა ღერმეთს სწირავენ. შენაწირს თვით შეექცევიან, თემის მოსახლეობა მხოლოდ ამის შემდეგ იკრიბება ფხოტრერში. თოთოეული ოჯახიდან სალოცავში მოაქვთ თითო ლესკარი და თითო ბოთლი არაყი (ზედაშ ) როცა ყველა თავს მოიყრის ეკლესიის კარის წინ ლესკარებსა და ზედაშებს დააწყობენ და თემის უფროსი კაცები შეუდგებიან მათ შეწირვას სხვადასხვა ღმერთების სახელზე. პირველად ხოშა ღერმეთს ახსენებენ, შემდეგ ჩამოუყვებიან და ყველა ღვთაებისა და ეკლესიის სახელზე ილოცავენ. “ლალხორაშ მიშლადეღ“ დღეს მოხარშული ხორცი ულუფებად (ლაგაფ) ნაწილდება _ თითო ოჯახზე თითო ულუფა. შესაწირი ხორცით ლესკარითა და ზედაშით პურობას გამართავენ. საღამომდეა სალოცავში სმა-ჭამა ქეიფი, სიმღერები, ცეკვა-თამაში და თოფის მიზანში სროლა წარმოებს“ [ბარდაველიძე, საარქივო მასალა, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი,1936 რვეული#6].
მოულოდნელი არ არის მკვლევარის მიერ ლოცვის რიტუალის „ღმერთების//ღვთაებების“ სახელთან დაკავშირება, რადგან ქართველი ეთნოგრაფები, საბჭოთა რეჟიმის ათეისტური იდეოლოგიის პირობებში, მოკლებულნი იყვნენ კვლევისა და ანალიზის თავისუფლებას. შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა, ამ პერიოდის კვლევებში, ყოფის რაიმე რეალია, წარმოჩენილიყო ქრისტიანულ კონტექსტში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ყველაფერში წინარექრისტიანული, არქაული ელემენტების ძიებას. ბუნებრივია, ეს ლოცვის რიტუალი, არ არის დაკავშირებული „ღვთაებებთან“ არამედ, იგი წარმოაგენს უშუალოდ, უფლისადმი აღვლენილ სავედრებელ ლოცვას.
„ლალხორ მიშლადðღ“-ის დღეობას რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნავდნენ ქალაქ დმანისში მცხოვრები, ეცერის თემიდან მიგრირებული შემდეგი გვარები: გურჩიანები, პაკელიანები და გუჯეჯიანები.
Aამ დღეობისათვის მონაწილე ოჯახები აგროვებდნენ ფულს დღეობისათვის შესაწირი ხარის საყიდლად. რიტუალის მონაწილენი ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღეს, ანთებული სანთლით შესაწირ ხარს სამჯერ წაღმა დაატრიალებენ თავის კუდისა და გვერდების მცირე მონაკვეთს სანთლით შეუტრუსავენ და შეწირავდნენ. ცალკე ილოცებიან ზვარაკის გულ-ღვიძლით, რომელიც სასურველია, დღეობაში მონაწილე ყველა ოჯახში მოხვდეს. სადღეობო სუფრაზე პირველი ჭიქით დიდ ღმერთს (ხოშა ღერმეთს) იხსენიებენ, მეორე ჭიქით მთავარანგელოზს (თარგლეზერ), ხოლო, მესამე ლოცვა-სადღეგრძელო წმინდა გიორგის (ჯგრაგ) ეძღვნება. (მთხრობელი: მურმან მურღვლიანი 61 წლის, 2013 წლის 14 ნოემბერი, ქ. დმანისი (სვანების დასახლება). ამ დღეობაზე, როგორც დღეობის სახელწოდებიდან „თავშეყრის კვირადღე” ჩანს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ. სახელწოდება „ლალხორ” თანამედროვე მასალით არამხოლოდ, ოქტომბრის თვეს ნიშნავს, როგორც ეს მკლევარ ვ. ბარდაველიძეს აქვს დადასტურებული [საარქივო მასალა, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, რვეული#6], არამედ იგი აღნიშნავს ასევე თავშეყრას, შეკრებას.
დღეობა ქალაქ დმანისში ჩასახლებულ ეცერელ ეკომიგრანტებში, თავიდან, ზემოთ აღნიშნული წესით სრულდებოდა, თუმცა შემდგომ, უფროსი თაობის გარდაცვალებისა და ეკომიგრანტების გარკვეული ნაწილის სხვაგან გადასახლების მერე, დმანისში მცირე რაოდენობით დარჩენილმა ეცერელებმა ვერ მოახერხეს დღეობის ჩატარების ორგანიზება, რასაც, მომავალ თაობაში ამ სადღეობო რიტუალთან დაკავშირებული არსისა და რწმენა-წარმოდგენების დავიწყება მოჰყვა.
დღეობა აღინიშნება ამჟამადაც, ეცერის თემიდან მიგრირებულ იმ ეკომიგრანტთა შორის, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებულნი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ახალ დიდგორში.
როგორც მასალიდან ჩანს, ეს დღეობა ზემო სვანეთის დანარჩენი თემებისთვისაც ტრადიცულ დღეობას წარმოადგენდა, იგი წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, შემოდგომის შუა თვეში _ ოქტომბერში _ აღინიშნებოდა. (წელიწადის ამ დროს იღებდა ხალხი მოსავალს, შესაბამისად ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია თემის მკვიდრთათვის) სწორედ აქედან მოდის დღეობის სახელწოდება, „ლალხორ” [ბარდაველიძე, საარქივო მასალა, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1936 რვეული#6]. Aაღნიშნული სახელწოდება გარდა იმისა, რომ ოქტომბრის თვეს აღნიშნავდა თანამედროვე სამეტყველო პრაქტიკაში ასოცირდება „შეკრებასთან“ ხალხის „თავშეყრასთან“ რაც განპირობებული უნდა იყოს სწორედ, ოქტომბრის თვეში, ხალხის სადღეობო შეკრებით. ამ შეკრებაზე მოსახლეობას უნდა ემსჯელა სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე. შემდგომ პერიოდში, როგორც ჩანს, ეს დღეობა ტრანსფორმირდება და იგი რამდენიმე დღის ნაცვლად, მხოლოდ ერთი დღით შემოიფარგლება (ეცერის თემში, სადაც ზემო აღნიშნული ფორმით ეს დღეობა დღემდე შემონახულია) ხოლო ზემო სვანეთის დანარჩენი თემებისათვის იგი სადღეობო პრაქტიკიდან საერთოდ ქრება.
ამრიგად, „ლალხორ მიშლადðღ“ დღეობა წარმოადგენდა სვანეთის ტრადიციულ დღეობას, რომელიც რამდენიმე დღეს მოიცავდა. დღეობა ტრადიციული სახთა და დატვირთვით შემოინახა სვანეთში მხოლოდ ეცერის თემმა, აქედან მიგრირებულებში კი, დღემდე აღნიშნება თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ახალ დიდგორში ჩასახლებულ მოსახლეობაში. რადგან „ლალხორ“ შეკრებას, თავშეყრას ნიშნავს, რომელიც ოქტომბრის თვის კვირა დღეებს მოიცავდა, აქედან გამომდინარე ხალხის წარმოსახვაში მთლიანად ოქტომბრის თვე, როგორც ჩანს, ასოცირდა „ლალხორ“- თან (შეკრება, თავშეყრა).
„ფუსდა вანი ლითუალ“
„ფუსდა вანი ლითუალ“-ის დღეობა ლატალის თემის ტრადიციულ დღეობათა რიცხვს მიეკუთვნება. მას ქალაქ დმანისში, ლატალიდან მიგრირებული შემდეგი გვარები აღნიშნავენ: გირგვლიანები, კვანჭიანები, ნიკოლოზიანები, ფარჯიანები, გვიჩიანები, ივეჩიანები, სტეფლიანები, სიდიანები (სულ 18 ოჯახი).
დღეობასთან დაკავშირებთ არსებობს გადმოცემა, რომელიც ბრძოლის სიუჟეტს ასახავს. „ლაჰლა ჭალაში ერთი მღვდლის სახლში მისულა დადეშქელიანების ჯარი. მღვდელმა ჭუნირზე დაუკრა და დაამღერა, სიმღერის ხმა ბავშვმა გაიგო და მიხვდა, რაც უნდა ექნა. ბოსელში პატარა გასაძრომი ადგილი ყოფილა დატოვებული, საიდანაც ბავშვი გაძვრა და სოფლის შუაგულში მივიდა იქ კი ზარებს შემოჰკრა ხელი. ამ ზარის ხმაზე შეიკრიბა ხალხი, აქ შეკრებილმა და საომრად გამზადებულებმა შემაღლებულ გორაზე დაინახეს თეთრი ხარი, რომელმაც სამჯერ დაიბღავლა, მეწინავის თქმით ეს გამარჯვების ნიშანი იყო და ხალხს მიმართა, რომ როდესაც გაიმარჯვებდნენ, მერე გაერკვიათ, თუ ვისი იყო ეს ხარი. მართლაც, როდესაც ლატალელებმა გაიმარჯვეს, ამ ბრძოლაში, დაადგინეს თუ ვის ეკუთნოდა ხარი და იგი, მადლიერების ნიშნად, უფალს შეწირეს. ამის შემდეგ ყოველ წელიწადს, შემოდგომაზე, ლატალელები არჩევდნენ ლატალის თემში ყველაზე საუკეთესო ხარს, რომელსაც არ ამუშავებდნენ, რადგან იგი არჩევის შემდეგ უფლის ხარად მიიჩნეოდა და მისი სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოყენება არ შეიძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი განრისხდებოდა“ (მთხრობელი: ციური კვანჭიანი 59 წლის, 2015 წლის 4 აპრილი,თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ხაიში).
სხვა გადმოცემით, სადღეობოდ შერჩეული უფლის ხარი გაშვებული ჰყავდა პატრონს თავის ნებაზე. ხარის პატრონს მეზობლებმა უთხრეს, ჩვენ ამდენს ვმუშაობთ ჩვენი ხარებით და შენ რატომ არ გამოგყავსო? საუბედუროდ, ხარის მეპატრონემ განიზრახა ეს ხარიც გაეყვანა მინდორში სამუშაოდ და წკეპლაც კი შემოსცხო. ამ ცოდვის გამო ხარის პატრონი მეორე დღესვე დაიღუპა (მთხრობელი: ჯემალ კვანჭიანი 49 წლის, 2014 წლის 3 იანვარი, ქ. დმანისი, სვანების დასახლება).
დღეობა კვირაცხოვლობის მომდევნო კვირას აღინიშნება. დღეობაში მონაწილე ოჯახები წინასწარ აგრვებენ ფულს შესაწირი ხარის საყიდლად. ყველა ოჯახში გამოცხვება ლოცვისათვის წასაღები „ლემზირები “ და „ლესკარი“ (დიდი, მრგვალი სალოცავი პური, რომელსაც სამი ჯვარი აქვს გამოსახული) მოამზადებენ ასევე ზედაშესა და სანთელს.
დილით ადრე შეიკრიბებიან დღეობის მონაწილე მამაკაცები, შესაწირი ხარითურთ ლოცულობენ, სამჯერ მარჯვენით წაღმა დაატრიალებენ, სანთელს რქაზე მიაკრავენ, შესაწირ „ლემზირებს“, „ლესკარსა“ და „ზედაშეს“ ხელში დაიჭერენ და უფლისადმი სავედრებელ სიტყვას წარმოთქვამენ, სადაც უფალს ლატალის სოფლის მცხოვრებთა მფარველობასა და გამრავლებას შესთხოვენ. ამის შემდეგ შესაწირ ხარს დაკლავენ. ცალკე ლოცულობენ ზვარაკის გულღვიძლით, მას შამფურზე წამოაგებენ და ნაკვერჩხალზე შეწვავენ. აუცილებელია რომ ამ სახით შეწირული გულღვიძლი აქ მოსულმა ყველა მონაწილე მლოცველმა იგემოს.
ლოცვის შემდგომ გაიშლება სადღეობო სუფრა მორიგე ოჯახში, რომელსაც ევალება იმ წელს სადღეობო სუფრის ორგანიზება. სადღეობო სუფრაზე თითოეულ წევრს მის წინ სუფრაზე, ულაგია თავისთვის განკუთვნილი „ლემზირები“ და „ლესკარი“, რომლის მორჩენილი ნაწილი მან სახლში უნდა წაიღოს. სასურველია, აგრეთვე, შინ წაიღოს ლოცვისათვის სახლიდან წამოღებული „ზედაშეს“ მცირე ნაწილიც. სადღეობო სუფრის მიმდინარეობისას, ტრადიციულად, პირველი ჭიქით დიდ ღმერთს (ხოშა ღერბეთს), მეორეთი მთავარანგელოზს (თარინგზელ), ხოლო მესამეთი წმიდა გიორგის (ჯგრაგ) სახელზე ლოცულობენ. საყურადღებოა, რომ ამ დღეობაზე, სხვა დღეობებისაგან განსხვავებით, აუცილებლად წარმოითქმის მეოთხე სადღეგრძელოც, რომელიც მითიური გმირის კახანის სახელს უკავშირდება. ამ სადღეგრძელოს ფორმულა, თითოეულმა აქ მოსულმა მამაკაცმა უშეცდომოდ უნდა წარმოთქვას : „ ღერბлთ დიდðბ, მðრა შжიდბა, ქжინს შлნდბა _ ღმერთს დიდება, კაცს მშვიდობა, სულს შენდობა“. მეორე ვარიანტის მიხედვით კი სადღეგრძელოს ფორმულის მესამე ნაწილში მოცემულია „კახანს შлნდბა _ კახანს შენდობა“. ეკომიგრანტები დღეობის სუფრის მსვლელობისას, სადღეგრძელოს ფორმულის მეორე ვარიანტს წარმოთქვამენ და თუკი, რომელიმე წევრს, სიტყვების ეს თანმიმდევრობა შეეშლება მას „ ჩანჩალაО“ -ს უწოდებენ და ჯარიმის სახით ერთი ან სამი ყანწის დალევას აკისრებენ. როდესაც სადღეობო სუფრა დასასრულს მიუახლოვდება, ოჯახის წევრი მამაკაცი მეორე ოჯახს გადაულოცავს მომავალი წლისთვის ამ დღეობის ორგანიზებას და დაასახელებს ამ ოჯახის უფროსის სახელსა და გვარს (მთხრობელი: ჯემალ კვანჭიანი 49 წლის, 2014 წლის 3 იანვარი, ქ. დმანისი, სვანების დასახლება).
დღეობა ქალაქ დმანისში მცხოვრებ, ლატალის თემიდან მიგრირებულთა მიერ დაახლოებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში აღინიშნება, თუმცა, როგორც აქაურები აღნიშნავენ, როდესაც ამ დღეობაში მონაწილეთა ოჯახებში გარდაიცვლება ვინმე _ უფროსი თაობის წარმომადგენელი, ახალგაზრდები მომდევნო წელს უარს აცხადებენ დღეობაში მონაწილეობაზე. ყოფილა შემთხვევები, როცა დღეობის ორგანიზატორმა ოჯახმა, უარი განაცხადა დღეობაში მონაწილეობაზე და იმ წელიწადს ვერ ჩატარდა დღეობა. დღეობას ყოველწლიურად აკლდება რამდენიმე ოჯახი და შესაძლებელია, მომდევნო წლებში, იგი ამოვარდეს სადღეობო პრაქტიკიდან.
გარდა აღნიშნული დღეობებისა, ლატალის თემის მკვიდრთათვის, აგრეთვე, ტრადიციული დღეობებია : „მხერის ეკლესიის დღეობა“ (ლмმხлრ) და „თანღილობა“ (ლითნაღი) ამათგან „თანღილობა“ ლატალის თემში წელიწადში ორჯერ აღინიშნება, თუმცა, აქედან მიგრირებულებმა, ახალ გარემოში, ამ დღეობების გამართვა ვეღარ მოახერხეს.
ვერა ბარდაველიძის მასალით, სვანეთის ტრადიციულ ყოფაში კვირაცხოვლობა სადღესასწაულო ციკლია, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება, ორიდან ექვს კვირამდე. კვირაცხოვლობას სვანურად „უფლიშ“ _ „უფლის დღე“ ჰქვია, სადღესასწაულო ციკლს კი „უფლიშიერ“. სადღესასწაულო ციკლი მოიცავდა როგორც ლოცვის რიტუალს („ლიმზირ“), ასევე, ხარების ჭედობისთვის განკუთვნილ დღეებსაც, რომელთაც სვანეთის სხვადასხვა მხარეში შემდეგი სახელები ერქვა: вანობ, вანრე ლასკრობ, ფუსდა вანი ლიტბალ, ლიუსხვარი, ვისხვობ და სხვ. ღვთის ან წმინდანის სახელზე შესახელებული ცხოველი იღებდა კონკრეტულ სახელს, მაგალითად, უშუალოდ ღვთის სახელზე დაყენებულ ხარს არქმევდნენ „ფუსნაО“-ს ღვთისმშობლისათვის შეწირულს _ „ლამარია“-ს და ა.შ. [Бардавелидзе, 1952; Бардавелидзе, 1957: 157-158]
ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მიერ განხილული დღეობა _ „ფუსდა вანი ლითუალ“-ი კვირაცხოვლობის სადღესასწაულო ციკლში შემავალ „უფლიშ“-ობის ერთ კონკრეტულ ნაირსახეობას წარმოადგენს. დღეობის სახელწოდება მომდინარეობს ღვთისათვის შეთქმული სამსხვერპლო ცხოველის სახელდებიდან.
გამოყენებული ლიტერატურა :
ბარდაველიძე ვ. საარქივო მასალა _ სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. რვეული#6. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
ბარდაველიძე ვ. 1953. ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები. თბილისი.
კაცაძე ა. 1997. საქართველოს მთის მოსახლეობის თანამედროვე მიგრაცია. თბილისი.
ნიჟარაძე ლ.1999. სვანების მიგრაცია და მათი განსახლების არეალები საქართველოში.თბილისი.
Бардавелидзе В.1957. Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искуство грузинских племен.
Бардавелидзе В.1952. Главное божество древнегрузинского пантеона Гмертиб Вопросы этнографии Кавказа.Тбилиси.